პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ ოქროს ბურთის მფლობელი მეხუთედ გახდა.
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა ლიონელ მესისა და ნეიმარს აჯობა. პრესტიჟული ტიტულისთვის სულ 30 ფეხბურთელი იბრძოდა. დაჯილდოების ცერემონია პარიზში გაიმართა.
ოქროს ბურთების რონალდუ რაოდენობით მესის გაუთანაბრდა. 24 ოქტომბერს ფიფამ ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.