ესპანურმა სპორტულმა გამოცემა AS-მა ბოლო 50 წლის განმავლობაში ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად რაფაელ ნადალი დაასახელა.
წლევანდელ სეზონში ნადალმა ჩოგბურთელთა მსოფლიოს კლასიფიკაცია პირველ ადგილზე დაასრულა. კარიერის განმავლობაში მან დიდი სლემის ტურნირები 16-ჯერ მოიგო , 59-ჯერ კი ATP-ის სხვადასხვა რანგის შეჯიბრების გამარჯვებული გახდა.
ნადალი ოლიმპიური თამაშების ორგზის ტრიუმფატორიცაა, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში კი დევისის თასის ჩემპიონობა ოთხჯერ იზეიმა.