კარლო ანჩელოტიმ იტალიის ნაკრების მწვრთნელობაზე უარი თქვა. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განმარტა, რომ ნაკრებში მუშაობა კლუბში მუშაობისგან განსხვავდება და რომ "სკუადრა აძურას" მწვრთნელობისთვის ამ ეტაპზე მზად არ არის. იტალიის ეროვნული ნაკრები ბოლო 60 წლის განმავლობაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის მიღმა დარჩა, რის გამოც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ პოსტი დატოვა.