საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს სპორტსმენებს 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებში გამოსვლის უფლება ნეიტრალური დროშით მისცა. სპორტსმენებს რუსული ეკიპირებით ოლიმპიადაზე გასვლა ეკრძალებათ. მათი გამარჯვების შემთხვევაში არც რუსული ჰიმნი გაჟღერდება. რადიკალური გადაწყვეტილების მიზეზი დოპინგ-სკანდალი გახდა, რომელშიც რუსი სპორტსმენები ფიგურირებენ.