გერმანიაში მოქმედ მერს თავს დაესხნენ. ინციდენტი ქალაქ ალტენში მოხდა.
ანდრეას ჰოლშტეინი თავდამსხმელმა კისრის არეში დანით დაჭრა. მერის დახმარება მაღაზიის გამყიდველმა სცადა, რომელიც ინციდენტს შეესრო, თუმცა აგრესიულად განწყობილმა მამაკაცმა სხეულის დაზიანება მასაც მიაყენა. საბოლოოდ ის დააკავეს, ქალაქის მერი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკიდან მალევე გაწერეს. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია.