ბალის საერთაშორისო აეროპორტი კვლავ დახურული რჩება. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, გააქტიურებული ვულკანი ატმოსფეროში ფერფლს აფრქვევს, რაც თვითმფრინავების გადაადგილებას შეუძლებელს ხდის. ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკან აგუნგის ამოფრქვევა 21 ნოემბერს დაიწყო. მასობრივი ევაკუაცია სტიქიური საფრთხის ზონიდან ჯერ არ განხორციელებულა.