4 ადამიანი დაიღუპა ისრაელში მომხდარი აფეთქების შედეგად. ინციდენტი თელ ავივის სამხრეთ ნაწილში საყოფაცხოვრებო საქონლის მაღაზიაში მოხდა. აფეთებას ძლიერი ხანძარი მოჰყვა, რის შედეგადაც ერთსართულიანი შენობა მთლიანად განადგურდა. აფეთების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.