თეთრი სახლი ჟურნალ „ვენიტი ფეარს“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელანია ტრამპს არ სურდა პირველი ლედი გამხდარიყო, სიმართლეს არ შეესაბამება. ამავე განცხადებით, პირველი ლედი თავისი სტატუსით ამაყობს, ხოლო გამოცემა „ვენიტი ფეარის“ მიზანი პირველი ლედის დისკრედიტაცია იყო.