2018 წლის მსოფლიო ჩემპრიონატის დროს, არბიტრებს უფლება მიეცემათ გააჩერონ ან გააუქმონ მატჩი, თუ რასიზმისა და დისკრიმინაციის გამოვლინების შემთხვევები დაფიქსირდება. ამის შესახებ "ფიფას" პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ გაანცხადა.
"დისკრიმინაციასთან ბრძოლა ჩვენ ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია", - განაცხადა ინფანტინომ და დასძინა, რომ მის დასაძლევლად "რადიკალურად იბრძოლებს".
გარდა ამისა, მომავალ ჩემპიონატზე განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცევა დოპინგთან ბრძოლის კამპანია. ტურნირი რუსეთში, 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება.