„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტმა დაადასტურა, რომ მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების შანსი არ აქვს. ამის შესახებ ქვეყნის პრორუსმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა განაცხადა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტმა დაადასტურა ევროპული ინტეგრაციის არარეაულურობა. სამიტმა გვიჩვენა, რომ მოლდოვის დოსიე ევროპას ქვედა უჯრაში უდევს. ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის არარსებობიდან გამომდინარე, მთავრობის ანტირუსული რიტორიკა მიმართულია ქვეყნის შიგნით იდეოლოგიური ფონის შექმნისკენ, რაც პოლიტიკურ და წინასაარჩევნო მიზნებს ემსახურება,“-აღნიშნა დოდონმა.