მეტეოდაკვირვების ისტორიაში წლევანდელი ივნისი ყველაზე თბილი იყო. ამის შესახებ აშშ-ს ოკეანისა და ატმოსფერული კვლევის ნაციონალური სამმართველოს კვლევაშია ნათქვამი.
კვლევის მიხედვით, ტემპერატურის მატება აღინიშნებოდა მთლიანდ პლანეტაზე. მართალია, ზღვის ტემპერატურა ივნისში საგრძნობლად არ მომატებულა, მაგრამ ხმელეთზე ტემპერატურის მატებამ და ზღვებსა და ოკეანეებში მომხდარმა ანომალიებმა გასული ივნისი ყველაზე თბილ თვედ აქცია.
წლევანდელმა ივნისმა 2005 წლის რეკორდი მოხსნა, რომელიც ამ დრომდე ყველაზე ცხელ თვედ იყო მიჩნეული.
სინოპტიკოსების მონაცემებით დედამიწაზე ტენიანობა იზრდება. ტენიანობის ზრდა განსაკუთრებით შეიმჩნევა სამხრეთ ევროპაში, ინდოეთში, სამხრეთ ჩინეთსა და სამხრეთ აშშ-ში.
პარალელურად ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთში კი წვიმის რეკორდული დეფიციტი აღინიშნა.
განსაკუთრებით საგანგაშოა ის ვითარება, რომ არქტიკაში ყინულის დნობის მზარდი ტემპები შეიმჩნევა.
"ეს მონაცემები საკმაოდ მნიშვნელოვანია _ განუცხადა სი-ენ-ენს მეტეოროლოგმა ტრეილორ უორდმა და დასძინა, _ არქტიკაში ყინულის ზედაპირის ტერიტორიების შემცირება, როგორც ეს გასულ თვეს დაფიქსირდა, გამოიწვევს ოკეანეში მზის სხივების შეღწევის ზრდას და შედეგად გაიზრდება ყინულის დნობის ტემპები".
უნდა აღინიშნოს, რომ ყინულის ზედაპირიის ზრდა 1990 წლიდან შეიმჩნევა.
მასალის გამოყენების პირობები