პარტია „ფედერალისტების“ წევრი, თენგო კირთაძე, რომელსაც გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
ზვიად ცეკვავამ გზის გადაკეტვისთვის 5-5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა სტუდენტ დანი მაღრაძესა და გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტ ნინო ლაღიძესაც.
თენგო კირთაძე, დანი მაღრაძე და ნინო ლაღიძე პოლიციამ დღეს დააკავა.