პაკისტანში საპროტესტო აქციები გრძელდება. პარტია „ტაჰრიკ ე ლაბაიკის“ მხარდამჭერები 25 ნოემბერს მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას აპროტესტებენ. შაბათს მანიფესტანტებმა მკრეხელობაში ბრალდებული ერთ-ერთი მინისტრის გათავისუფლება მოითხოვეს. პროტესტის ნიშნად მათ დედაქალაქის ქუჩები და ავტომაგისტრალები გადაკეტეს. პოლიციამ დემონსტრანტთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა. არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.