მადრიდის რეალის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ჩემპიონთა ლიგაში კვირის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. გამოკითხვა „უეფამ“ საკუტარ ვებ-გვერდზე ჩაატარა. პორტუგალიელმა ხმათა 43 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილს რეიტინგში ნეიმარი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი რობერტ ლევანდოვსკია.