შეიქმნება მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სატრანზიტო დერეფანზე, რომელიც ევროპას შუა აზიასთან, კერძოდ ჩინეთიდან აზერბაიჯანი-საქართველოს გავლით დაკავშირებს, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის დასრულების შემდგე ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"შეხვედრაზე გადავწყვიტეთ, რომ შეიქმნება მუდმივმოქმედი ჯგუფი, რომელიც მუდმივად იმუშავებს სატრანზიტო დერეფანზე, რომელიც ევროპას შუა აზიასთან, კერძოდ ჩინეთიდან აზერბაიჯანი-საქართველოს გავლით დაკავშირებს. საქართველო-აზერბაიჯანია არის ყველაზე მოკლე გზა, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს", - აღნიშნა სააკაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტმა აზერბაიჯანის ყოფილ პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის მეგობრულ ურთიერთობას საფუძველი სწორედ მან ჩაუყარა.
"ჩვენ გვაქვს ურთიერთობის, რომელშიც არ მხოლოდ პრობლემები არ არის, არამდე ეს არის ურთიერთობები რომელზე უკეთესის წარმოდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი. ამას კი პირველ რიგში საფუძველი ჰეიდარ ალიევმა ჩაუყარა და ილჰამ ალიევმა თავისი ძალიან მოქნილი, გონივრული პოლიტიკით დააბეტონა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.