საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს სკელეტონისტებს, ელენა ნიკიტინას, მარია ორლოვას, ოლგა პოტილიცინასა და ალექსანდრ ტრეტიაკოვს ოპიმპიადებში მონაწილეობის უფლება სამუდამოდ ჩამოართვა. რადიკალური გადაწყვეტილება დოპინგ-სკანდალს უკავშირდება. ტრეტიაკოვსა და ნიკიტინას სოჭის ოლიმპიადაზე მოპოვებულ ოქროს და ბრინჯაოს მედლებსაც ჩამოართმევენ.