პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ლიდერმა კრიშტიანუ რონალდომ ჩემპიონთა ლიგაში შედეგიანობის რეკორდი დაამყარა. პორტუგალიელმა კალენდარული წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის თამაშებში 18 გოლი გაიტანა.
ბოლო შეხვედრაში კვიპროსის აპოელის კარში მან 2 ბურთი შეაგდო.
თამაში რეალმა მშრალი ანგარიშით, 6:0 მოიგო.