საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თბილის-ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა დაჩქარებული ტემპით განხორცილდება. ამის შესახებ სააკაშვილმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმაზე რომ უნდა დაჩქარდეს ძალიან მნიშვნელოვანი რკინიგზის თბილის-ყარსი-ახალქალაქის მშენებლობა, რომელიც აზერბაიჯანული კომპანიები ჩვენთან ერთად ახორცილებენ. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ უახლოეს ორი წლის განმავლობაში საქართველოს 74% გაზიფიცირებული იქნება, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ეს იყო კომუნისტური რეჟიმის დროს და ეს არის აზერბაიჯანული კომპანიის გაკეთებული, ისევე როგორ ბევრი აზერბაიჯანული კომპანია აშენებს საქართველოში გზებს", - განაცხადა სააკაშვილმა.