აზერბაიჯანთან მეგობრობა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში და დროშია გამოცდილი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა ილჰამ ჰალიევს მეგობრობისა და გვერდში დგომისათვის მადლობა გადაუხადა.
"მეგობრობა გამოცდილია დროში და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში. საქართველოს არასდროს დაავიწყდება, როდესაც ჩვენ გადაგვიკეთეს გაზსადენები და ელექტროსადენები აზერბაიჯანის მოსახლეობის ნახევარი ზამთრის ყველაზე ცივ დღეებში ქსელიდან გათიშეს, რომ საქართველო არ გაყინულიყო და ჩვენ ქვეყანას არსებობა გაეგრძელებინა. ეს მოხდა 2005 წლის იანვარში და დარწმუნებული ვარ, ეს ქართველი ერის მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება, ასევე როგორც არ დაგვავიწყდება, რომ ყველა გადამწყვეტ მომენტში აზერბაიჯანი ყოველთვის ყველაზე უფრო სტრატეგიულ, მნიშვნელოვან, სასიცოცხლო საკითხებში ყოველგვარი ყოყმანის გარეშე საქართველოს გვერდზე დგებოდა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ეს არის არ მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობა ეს არის ნამდვილი ძმობა.
"მე რამდენიმე წლის წინაც ვსაუბრობდი, რომ კონფედერაციულ ურთიერთობა უნდა ჩამოვაყალიბოთ. რეალურად ქვეყნებს შორის არის ისეთი ურთიერთობა, როგორც ჩვეულებრივ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აღემატება. ჩვენ ვართ ერთმანეთის გაგძელდება, ერთმანეთის დაბოლოება, ერთი ორგანიზმის ნაწილები ამიტომ ყველაფერი რაც აზერბაიჯანში არის მტკივნეული საკითხი არის საქართველოსთვის მტკივნეული", - აცხადებს სააკაშვილი.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხებზე აზერბაიჯანი შესაბამისად რეაგირებდა, ისე როგორც საკუთარ ტკივილზე.