ხვალ, 19 ივლისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე შვეიცარიაში გაემგზავრება და საპარლამენტთაშორისო კავშირის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას .
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან დეპუტატები გიორგი მელაძე, ხათუნა გოგორიშვილი, ლევან ვეფხვაძე და დავით ბეჟუაშვილი.
"პარლამენტის თავმჯდომარეების მესამე მსოფლიო კონფერენცია" 19-21 ივლისს არის დაგეგმილი და საპარლამენტო კავშირისა (IPU) და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფარგლებში ჩატარდება.
კონფერენციას გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი გახსნის.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს შვეიცარიის პარლამენტის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე პასკალ ბრუდერერ ვიუსთან და ბელორუსის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან.