მტკვარში 65 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, მტკვარში კაცის გადახტომასთან დაკავშირებით გამოძახება 10:10 საათზე შემოვიდა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილზე ორი სამაშველო ბრიგადის და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მობილიზება მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი მტკვარში, ორთაჭალაში, რესტორან ასტორიას მიმდებარე ტერიტორიიდან გადახტა.
სამაშველო სამსახურმა მისი ამოყვანა მალევ მოხერხდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შესძლეს.
ამ დრომდე უცნობია გარდაცვლილის ვინაობა. გვამი თბილისის მთავარ პროზექტურაშია გადასვენებული.