კარლო ტავეკიო იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა. ფედერაციას ის 2014 წლის 11 მარტიდან ხელმძღვანელობდა.
“იტალიელ გულშემატკივარს ბოდიში მინდა მოვუხადო. მე მათ იმედი გავუცრუე. იტალიური ფეხბურთისთვის ახალი ერა უნდა დადგეს“, - განაცხადა ტავეკიომ.
იტალიის ნაკრებმა პირველად 1958 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლო. ამის გამო “სკუადრა აძურას“ მთავარი მწვერთნელი ჯამპიერო ვენტურა პოსტიდან დაითხოვეს.