უცნობმა პირებმა გაგრაში აფხაზ სეპარატისტთა ე.წ. საზოგადოებრივი პალატის წევრი, აფხაზეთის მუსულმანების სამმართველოს გაგრის რაიონის ხელმძღვანელი ემიკ ჩაჩმაჩ-ოღლი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
"მკვლელობა წუხელ მოხდა, ჩაჩმან-ოგლი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, მაშინ როდესაც მას უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაადგინეს, რომ ჩაჩმან-ოგლი პისტოლეტიდანაა მოკლული. ამჟამად იარაღის ტიპი დგინდება", _ იუწყება აფხაზეთის ე.წ. გენპროკურატურა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მკვლელობის დეტალები და ვერსიები ჯერ ჯერჯერობით არ ხმაურდება.
ემიკ ჩაჩმაჩ-ოღლი დაბადებულია 1961 წელს და იგი ამჟამად აფხაზეთის მუსულმანობის სასულიერო სამმართველოს გაგრის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.