ხვალ, 18 ივლისს საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვევა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ალიევი ერთდღიანი ვიზიტით მეუღლესთან, მეჰრიბან ალიევასთან ერთან ბათუმს ეწვევა, სადაც საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
წინასწარი ინფორმაციით, პრეზიდენტები შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობის რიგ საკითხებს განიხილავენ, რის შემდეგაც სავარაუდოდ სააკაშვილის და ალიევის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
ილჰამ ალიევი ბათუმს იმავე დღეს, დღის მეორე ნახევარში დატოვებს.