გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან ზუგდიდში ერთი დაჭრილი გადაიყვანეს. 27 წლის მამუკა კვირტიას მდინარე ენგურის ნაპირზე ჯართის შეგროვებისას ნაღმი აუფეთქდა.
მას ზუგდიდის საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით მას დაზიანებები მას გულმკერდისა და ქვემო კიდურების არეში აღენიშნება. ქირურგიული ჩარევის შემდეგ კვირტიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.