რუსეთის ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ვიცე-პოლკოვნიკი, ორი ბავშვი და ორი ქალი დაიჭრა ყაბარდო-ბალყარეთის სოფელ ნართ-კალაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად.
ინტერფაქსის ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ოფიცერი, რომლის ავტომანქანაში ორი ბავშვიც იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ სახლს მიუახლოვდა.
მსუბუქი დაზიანება მიიღო აფეთქების ადგილთან ახლოს მყოფმა ორმა ქალმაც.
ბავშვებისა და ქალების მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. ოფიციერი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.