დღეს, 17 ივლისს, "ეროვნული ფორუმის" თავმჯდომარე კახაბერ შარტავა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
ვიზიტი ერთ კვირას გაგრძელდება.