ლეონარდო და ვინჩის ნახატი „სამყაროს მხსნელი“ Christie's-ის აუქციონზე 450 მლნ დოლარად გაიყიდა.
ეს თანხა აუქციონებსა და კერძო გაყიდვებზე ხელოვნების ნიმუშებისთვის რეკორდული გახდა.
წინა რეკორდი ეკუთვნის პაბლო პიკასოს ნამუშევარს „ალჟირელი ქალები“, რომელიც ნიუ-იორკში Christie's-ის აუქციონზე ყატარის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ჰამად ალ ტანიმ 179 მლნ დოლარად შეიძინა.
ლეონარდო და ვინჩის ნახატის ახალმა მფლობელმა ის ტელეფონით შეიძინა და ანონიმად დარჩენა ისურვა. ვაჭრობა 20 წუთს გაგრძელდა. შედევრის სასტარტო ფასი 100 მლნ დოლარს შეადგენდა.