საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველს საყვედურობს, თუ რატომ არ მიმართავს პრეზიდენტს რეკომენდაცით, რათა მოხდეს ხანდაზმულების, ქალებისა და მძიმე ავადმყოფების შეწყალება. ამის შესახებ განცხადება ლორთქიფანიძემ დღეს რიგგარეშე სესიაზე სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის განხილვისას გააკეთა.
როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ქვეყანში პრობელმად რჩება ხანდაზმულების მძიმე ავადმყოფებისა და ქალების არშეწყალების საკითხი და მაგალითად მოიყვანა აზერბაიჯანის მაგალითი, როდესაც შარშან აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მეუღლის თხოვნით 7 ათასამდე ხანდაზმული, ქალი და მძიმე ავადმყოფი პატიმარი შეიწყალა. ლორთქიფანიძე კითხვით მიმართავს სახალხო დამცველს, თუ რატომ არ ხდება მისი მხრიდან ანალოგიური რეკომენდაცია პრეზიდენტისადმი.