სახალხო დამცველი მართლმადიდებლურ ეკლესიასთან გაფორმებული კონკორდატისადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას კატეგორიულად გამორიცხავს. კონკორდატის საკითხით დღეს რიგგარეშე სესიაზე სახალდო სამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის განხილვისას ქრისტიან-დემოკარტების წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე დაინტერესდა.
როგორც მან აღნიშნა, განსახილველ ანგარიშში კონკორდატთან დაკავშირებით გამოთქმულია გარკვეული შენიშვნები. იგი მიიჩნევს, რომ ეს არის კონკორდატის შეფარული კრიტიკა.
"ეს არის შეფარვითი კრიტიკა. წინა სახალხო დამცველს იმის ვაჟკაცობა მაინც ჰყოფნიდა, თავისი პოზიცია ხმამაღლა დაეფიქსირებინა", _ განაცხადა ვეფხვაძემ.
ტუღუშმა ვეფხვაძის მოსაზრება კონკორდატის შეფარულ კრიტიკასთან დაკავშირებით კატეგორიულად გამორიცხა და იგი არასწორ ინტერპრეტირებაში დაადანაშაულა. როგორც ტუღუშმა განმარტა, მოხსენებაში საუბარია იმაზე, რომ თუკი გარკვეული საგადასახადო შეღავათით სარგებლობს ერთი ეკლესია, ამ შეღავათით უნდა სარგებლობდნენ სხვებიც. შესაბამისად, იგი პარლამენტს აძლევს რეკომენდაციას, კონკორდატი გაფორმდეს სხვა რელიგიებთანაც.
"კონკრეტულად კონკორდატის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. საუბარია იმაზე, რომ არ უნდა იყოს დისკრიმინაცია", - განაცახდა ტუღუშმა.