"ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მის პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს ნათელი მიზანი, რომ ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალოს. ამის შესახებ ალასანიამ კავკასიის მედია კლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს ძალიან ნათელი მიზანი განცხადებული, რომ შევცვალოთ ხელისუფლება არჩევნების გზით მომავალ არჩევნებზე და ამ მიზნის მისაღწევად ძალიან თანმიმდევრულად, გეგმაზომიერად მივდივართ. არიან პოლიტიკური ლიდერები, რომლის გეგმაშიც მოვლენების ასეთ განვითარებას არ იზიარებენ, მაგრამ ეს მათი საქმეა", - აღნიშნა ალასანიამ.
მისივე შეფასებით, ჩვენ პოლიტიკურ რეალობაში გაჩნდა და ახალმა პოლიტიკურმა კულტურა დაიწყო დამკვიდრება, როდესაც საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე ინტელექტუალურად საუბრობენ და კამათობენ.