იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ პოსტი დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შვედეთის ნაკრებთან აუცილებლად მოსაგები შეხვედრა სკუადრა აძურამ ვერ მოიგო. შვედეთის ნაკრებთან ნატამაშები ფრის შემდეგ იტალიის ეროვნული ნაკრები 1958 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატს პირველად გამოტოვებს.