საქართველოსა და უკრაინის მთავრობას შორის საგანგებო კომისია შეიქმნება, რომელსაც ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების უფრო მეტად გამყარებისათვის.
ეს განცხადება უკრაინის ვიცე-პრემიერმა სერგეი ტიგიპკომ დღეს პარლამენტში პარალმენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, შეხვედრაზე გაინიხილეს მთელი რიგი საკითხები, თუმცა უკრაინის ვიცე-პრემიერი განსაკუთრებულად გამოყოფს იმ პოლიტიკურ რეფორმებს, რომლებსაც ორივე ქვეყანა ახორციელებს.
"მე ვიცი რომ საქართველოც ემზადება პოლიტიკური სისტემის გარკვეული ცვლილებისათვის. ვგულისხმობ, პარლამენტის როლის გაზრდას, რასაც აქვს გარკვეული პლუსებიც და მინუსებიც. უკრაინამ ასეთი რეფორმა 2004 წელს უკვე განახორციელა და შეგვიძლია გაგიზიაროთ ამ რეფორმების დადებითი და უარყოფითი მხარეეები ", - განაცახდა სერგეი ტიგიპკომ.
რაც შეეხება უკრაინას, მისი თქმით, უკრაინაში ხორციელდება მნიშვნელოვანი რეფრომა საგადასახადო კუთხით და როგორც განმარტავს, უკრაინაც შემოდგომაზე აპირებს ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებას.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველსა და უკრაინას შორის პოლიტიკურ ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება და როგორც იგი აღნიშნავს, ამისათვის ორ ქვეყანას შორის შექმნება სამთავრობო კომისია, რომელსაც ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.
გარდა ამისა, მისი თქმით მიღებულია პოლიტიკური გადაწყვეიტლებაც ორივე ქვეყნის პარლამენტებს შორის კავშირების გაძლირეებისათვის.
"ვფიქრობ რომ უფრო ინტენსიური უნდა გახდეს ურთიერთობები საპარლამენტო კომიტეტებსა და პარლამენტებს შორის" - აცხადებს სერგეი ტიგიპკო.
ამასთან როგორც მან აღნიშნა, უკვე გადაწყვეტილია რომ საქართველოში ჩამოვა უკრაინის პრემიერ-მინისტრიც, თუმცა ამ ვიზიტის ზუსტი დრო მას არ დაუსახელებია.