სახალხო დამცველის ანგარიშს 18 დეპუატი ისმენს. მათ შორის სხდომათა დარბაზში ოპოზიციიდან მხოლოდ 4 წარმომადგენელია. ამ წუთებში პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მიმდინარეობს სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშის მოსმენა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ანგარიშით მხოლოდ 18 დეპუტატია დაინტერესებული.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოპოზიცია საკითხის განხილვას ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად ითხოვდა, რადგან მათ სახალხო დამცველის ანგარიში მინშვნელოვნად მიაჩნდათ, თუმცა დღეს აღმოჩნდა, რომ ამ მნიშვნელოვანი საკითხით დაინტერესებულნი სესიას არ ესწრებიან.
სხდომათა დარბაზში ოპოზიციიდან ჯონდი ბაღათურია, დიმიტრი ლორთქიფანიძე, გია ცაგარეიშვილი და თამაზ კვაჭანტირაძე ესწრებიან.