"დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ხალხი სულაც არ იმსახურებს, რომ მათ ხელისუფლების გამო ოკუპანტები დაუძახონ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბელორუსის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს მსოფლიო საზოგადოება უკვე რუსეთის მიერ ოკუპირებულს უწოდებს. ეს ტერმინი კი რუსეთის მისამართით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღარ გამოუყენებიათ. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ რუსი ხალხი სულაც არ იმსახურებს, რომ მათ ხელისუფლების გამო ოკუპანტები დაუძახონ", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისვე შეფასებით, რუსეთის ქმედების არავის წაადგება და ბედნიერებასაც არავის მოუტანს გარდა იმ ადამიანებისა, ვისაც იმპერიული ამბიციები გააჩნიათ.