საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური უკრაინის ვიცე-პრემიერი სერგეი ტიგიპკოს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგე სერგეი ტიგიპკომ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ძირითადი დრო საქართველოში განხორციელებული რეფორმების გაცნობას დაეთმო.
"პირველ რიგში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური რეფორმები და შეხვედრაზე ამ საკითხზე ყველაზე მეტი დრო დავხარჯეთ. მე ვფიქრობ, ის რაც ბოლოდ დროს შესძელით გაგეკეთებინათ 2004 წლიდან ეს დიდ პატივისცემას და ყურადღებას იმსახურებს", - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
მისივე თქმით, უკრაინაში ეკონომიკურ სფეროში რეფორმები ახლა იწყება და ბევრი რამეც იცვლება, ამიტომ ცოდვა არ იქნება თუ ამ კუთხით ურთიერთ გამოცდილების გაზიარება მოხდება.
რაც შეეხება უკრაინული ინვესტიციების საქართველოში ჩადებას, როგორც ტიგიპკომ აღნიშნა, უკრაინული ინვესტიციები ფინანსურ სექტორში, ჭიათურის ქარხანაში, ტურიზმში უკვე ჩაიდო.