გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე გიორგი ზედგინიძე აჭარას ეწვია და ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაში - "საქართველოს ევროპული გზა" მონაწილეობა მიიღო. შეხვედრაში ევროკავშირის წევრი-ქვეყნებისა და ინსტიტუტების, საქართველოს მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
კონფერენციაზე გიორგი ზედგინიძე სიტყვით გამოვიდა და გარემოს დაცვის სფეროში ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საქართველო-ევროკავშირის სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ ისაუბრა. ასევე, ყურადღება გაამახვილა ევროპული დახმარებით მიმდინარე პროექტებსა და მათ ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე.
კონფერენცია ეროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსთან პარტნიორობას, მის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განზომილებას, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამოწვევებს, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებს, ევროკავშირის მოთხოვნებთან ეკონომიკური პოლიტიკის შესაბამისობას და ხალხთა შორის კონტაქტებს ეძღვნება.