ავღანეთში ეძებენ ჯარისკაცს, თალიბ ჰუსეინს, რომელმაც სამი სამხედრო მოსამსახურე დახვრიტა. სამივე დაღუპული ჯარისკაცი ბრიტანეთის ჯარებში მსახურობდა. ბი-ბი-სის-თვის მიცემულ ინტერვიუში 21 წლის ჰუსეინმა განმარტა, რომ ეს მან იმიტომ გააკეთა, რომ ბრიტანელები მშვიდობიანი მცხოვრებლების მკვლეობებში დაადანაშაულა.
ინციდენტი პროვინცია გილმენდში 13 ივლისს მოხდა. წინასწარი მონაცემებით პირველი ბატალიონის ჯარისკაცმა თავისივე ბტალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე ტყვიამფრქვევითა და ყუმბარმტყორცნით დახვრიტა.
თავდასხმის შედეგად 34 წლის მაიორი ჯეიმს ბოუმანი, 26 წლის ლეინტენანტი ნილ ტურკინგტონი და კაპრალი არჯუნ პუნი დაიღუპნენ. თჰე Dაილყ თელეგრაპჰ-ის ცნობით
მკვლელი მიიმალა და თალიბებს შეურთდა.
მოგვიანებით Bბი-ბი-სის ჟურნალიტები მას თალიბების წარმომდგენელთა მეშვეობით დაუკავშირდნენ. ჟურნალისტებთან 10-წუთიან საუბარში ჰუსეინმა თავისი საქციელის მოტივები განმარტა.
მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეების მოკვლა მისი იდეა იყო. იგი მარტო მოქმედებდა და მოძრაობა "თალიბანში" მხოლოდ თავდასხმის შემდეგ გადავიდა.
მან განაცხდა, რომ იგი ბრიტანელი ჯარისკაცების ქმედებებმა გააღიზიანა. ჰუსეინმა ბრიტანელები მშვიდობიანი მცხოვრებლების მკვლობებში დაადანაშაულა.
ბი-ბი-სის ჟურნალისტი ამავე დროს აღნიშნავს, რომ დარწმუნებული არ არის, ადამიანი, რომელმაც თავი თალიბ ჰუსეინად წარუდგინა, ნამდვილად ის არის.
ჰუსეინმა რამდენიმე წელი ირანში გაატარა. იგი ავღანეთში გასულ წელს დაბრუნდა და მალევე ავღანეთის არმიის რიგებში შევიდა.