სარეზერვო სამსახურის ვადების გაზრდასთან დაკავშირებით პარლამენტში ცალკე საკანონმდებლო ინიციატივაა შესული. ამის შესახებ განადწყვეტილება დღეს რიგგარეშე ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი. არგუმენტად დასახელდა ის, რომ "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" ახალი კანონპროექტის მიღება იგეგმება შემოდგომისათვის.
აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს მთლ რიგ ინიციატივებს და მათ შორის სარეზერვო სამსახურის ვადის გაზრდას 18-დან 45 დღემდე. თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება საშემოდგომო სესიაზე მოხდება რეზრევის გაწვევის მორიგი ეტაპი კი შემოდგომისთვის იგეგმება, ვადის გაზრდასთან დაკავშირებით ცვლილება შევა დღეს მოქმედ კანონში, რათა ხელი არ შეეშალოს საშემოდგომო სარეზერვო გაწვევას.
აღნიშნულ კანონპროექტს პარალმენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.