საპარალმენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია ხელისუფლებას სთხოვს ოკუპირებლი ტერიტორიების მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს საგანგებო სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი მიანიჭოს.
როგოც მან აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიასთან ერთად მოინახულეს ნიქოზი და ზემო და ქვემო ხვითი, სადაც დღეს სარწყავი წყლის პრობელმა არსებობს, რადგან ცხინვალის დე-ფატქო რეჟიმს სარწყავი წყალი ამ მოსახლეობისთვის გადაკეტილი აქვს.
როგორც ბაღათურია აღნიშნავს, ეს შეხვედრა იყო შედეგზე ორიენტირებული და ამისთვის იგი შოთა მალაშხიას და შიდა ქართლის ახლადდანიშნულ გუბერნატორს ზურაბ არსოშვილს მადლობას უხდის, თუმცა მისი თქმით, ამ რეგიონში მდგომარეობა მძიმეა და ხელისუფლებას თხოვს მოსახლეობას დახმარება გაუწიოს.
ამასთან, იგი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს რომ საკუთარი გავლენა გამოიყენოს ამ მოსახლეობის დასახმარებლად.
"სულ 2-3 შადრევნის საფასური დაგვიჯდება ამ ადამიანების პრობლემის მოგვარება. აუცილებელია ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე რეგიონის სოფლებს მივანიჭოთ საგანგებო სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და მოსახლეობა ჩაითვალოს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ კატეგორიაში. ამით ისინი მიიღებენ უფასო სამედიცინო დაზღვევას და 35-ლარიან შემწეობას, რაც მათ პრობლემას გარკვეულწილად მოაგვარებს", - აცახდებს ბაღათურია და დასძენს, რომ ეს განსაკუთრებულ ხაჯებთან არ არის დაკავშირებული და ამ საკითხის გადაწყვეტისათვის მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო.