პარლამენტის თავმჯდომარე ქრისტიან-დემოკრატებს კობა სუბელიანის პარალმენტში მოწვევაში დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ განცხადება დავით ბაქრაძემ დღეს რიგგარეშე სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ქრისტიან-დემოკრატების წარომადგენელმა გიორგი ახვლედიანმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ განხორციელებული ქმედებები კიდევ ერთხელ გააპროტესტა.
ახვლედიანი ორ კონკრეტულ საკითხს შეეხო. მისი თქმით, ათონელის ქუჩიდან გამოსახლებული 20 ოჯახი ჩაიყვანეს სოფელ ოქტომბერში, სადაც საცხოვრებელი სახლი არის ამორტიზირებული და ფაქტობრივად იქ ცხოვრება არ შეიძლება, რაც მთავარია, მისი თქმით, ამ შნეობაში საცხოვრებელი ფართი არის მხოლოდ 4-5 ოჯახისათვის, რომელიც ახლა რემონტდება და ამას იქ მცხოვრები დევნილები ელოდებიან. ახვლვლედიანის თქმით, ამ სოფელში მცოხვრებ დევნილებს და ახლა გადასახლებულ დვნილებს, შესაძლოა, კონფლიქტიც კი მოუვიდეთ.
"ეს მიუთითებს იმაზე, რომ სამინისტროს წესიერი და კონკრეტული პოლიტკა არ აქვს შემუშავებული დევნილების განსახლებასთან დაკავშირებით", - აცხადებს ახვლედიანი.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელზე ახვლედიანი საუბრობს ისა არის, რომ უკვე წელიწადნახევარია კოდორიდან დევნილი 400-მდე ოჯახი ელოდება 10 ათას დოლარიან კომპენსაციას, თუმცა მისი თქმით, პრობელმას ქმნის ის რომ მინისტრის განცხადებით, კომპენსაცია არის მხოლოდ 40 ოჯახზე გასაცემი.
"სიაში არის 378 ოჯახი და აქედან როგორ უნდა შეირჩეს 40 ოჯახი და რა დააშავეს დანარჩენებმა ეს სრულიად გაუგებარია", - აცხადებს ახვლედიანი და დასძენს, რომ გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ვინც უნდა მიიღოს კომპენსაცია მათ ებნევიან, რომ მისცემენ კომპენსაციას 2008 წლის დროინდელი კურსით ანუ დოლარს იანგარიშებენ _ 1,6 კურსით.
ახვლედიანის თქმით, ეს ფაქტები მიუთითებს იმაზე, რომ სამინისტროს პოლიტკა გაუმართელბელია და ხელისუფელბას აღნიშნულ საკითხზე რეაგირებას სთხოვს.
ამ მოთხოვნის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ ქრისტიან-დემოკრატები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ თუ პრობელმას ხედავენ მოიწვიონ მინისტრი და მისგან მოისმინონ კონკრეტული პასუხები.
"მესმის რომ აქ ბევრი კამერებია და ამ ფორმატში გირჩევნიათ განცხადების გაკეთება, მაგრამ მიუღებელია, როდესაც საკითხის გარკვევას კი არა ამ საკითხის აპელირებას ცდილობთ. მოიყვანეთ მინისტრი და მისგან მოისმინეთ პაუსხები. ეს პასუხები თუ არ მოგეწონებათ მერე ვილაპარაკოთ. მინისტრი თუ უარს გეუბნებათ შეხვედრაზე მითხარით და მე ვუზრუნველყოფ მის მოსვლას პარლამენტში", - განაცხადა ბაქრაძემ.