რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ორი მედალი ჩამოართვეს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) , რუსი მოთხილამურეები ალექსეი პეტუხოვი, მაქსიმ ვილეგჟანინი, ევგენი შაპოვალოვი და იულია ივანოვი დოპინგის წესების დარღვევაში დამნაშავედ ცნო. ვილეჟგანინის შედეგების გაუქმება იმას ნიშნავს, რომ რუსეთი სოჭის ოლიმპიადის კიდევ ორ მედალს დაკარგავს.
"სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე სპორტსმენების შედეგები გაუქმდა და სპორტსმენებს ასევე ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალათ," - განაცხადა რუსეთის სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ელენა ვიალბემ.
მომხდარს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ალექსეი პეტუხოვი, რომელმაც დაწერა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება, უვადო დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების დარღვევაა.