ლეგენდარული იტალიელი ნახევარმცველი ანდრეა პირლო შესაძლოა საფეხბურთო კლუბ იუვენტუსში ერთ-ერთ თანამდებობაზე დაინიშნოს. ამის შესახებ გამოცემა La Repubblica იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთელი ცოტა ხნით დასვენებას გეგმავს, რის შემდეგაც იტალიაში აპირებს დაბრუნებას. გამოცემა ვარაუდობს, რომ იუვენტუსი პირლოს კლუბის ელჩობას შესთავაზებს. ფეხბურთელმა კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება გუშინ გააკეთა.