გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ კიოლნის ყოფილი თავდამსხმელი ჰანს შეფერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. შეფერი კიოლნში 1948 წელს ჩაირიცხა და კლუბის შემადგენლობაში 17 წელი ითამაშა. გერმანიის ნაკრების მაისურით კი მას 40 მატჩი აქვს ჩატარებული. შეფერის ანგარიშზე 15 გოლია.