საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ითხოვს, რომ სპორტული და სახელოვნებო სკოლების დღგ-ისგან გათვისუფლება ასაკობრივი დათქმის გარეშე მოხდეს. ამის შესახებ განცხადება წერეთელმა პარლამენტში, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ახალი საგადასახადო კოდექსის მეორე მოსმენით განხილვისას გააკეთა.
წერეთელის თქმით, სპორტული და სახელოვნებო სკოლების დღგ-ისგან გათავისუფელბის მუხლში აღნიშნულია, რომ თავისუფლდებიან ის სკოლები, სადაც ასწავლიან 16 წლამდე ასაკის ბავშვებს. ეს ასაკობრივი ზღვარი, მისი თქმით, არის აგუგებარი, ვინაიდან არასრულწლოვნად ადამიანი ითვლება 18 წლამდე. წერეთელი მთავრობას სთხოვს, აღნიშნული ასაკობრივი დათქმა მოიხსნას, ვინაიდან ამ სკოლებში ბავშვები მხოლოდ არასრულწლოვნების ასაკში სწავლობენ.
"არა მგონია, მთავრობისთვის ეს დიდი ზარალი იყოს. საზოგადოებაში კი ბევრ გაუგებრობას გამოიწვევს", - აცხადებს წერეთელი.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ირაკლი სირაძის თქმით კი, აღნიშნული საკითხი ხვალინდელ სესიაზე გაირკვევა, სადაც საგადასახადო კოდექსი მეორე მოსმენით განიხილება.