ლეგენდარული იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
ნიუ იორკ სიტი - კოლუმბუსის მატჩში ვეტერანი ფეხბურთელი 90-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ეს შეხვედრა მის კარიერაში უკანასკნელი გამოდგა.
პირლოს იტალიის ორ საფეხბურთო გრანდში მილანსა და იუვენტუსში აქვს ნათამაშები. ის სკუდეტოს მფლობელი 6-ჯერ გახდა. სანაკრებო დონეზე კი პირლომ ყველაზე დიდ წარმატებას 2006 წელს გერმანიაში მიაღწია, სადაც იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა.