კიევში ფეხბურთის გულშემატკივრებმა იჩხუბეს. მასობრივი არეულობების ამსახველი ვიდეომასალა ვიდეორესურს იუთუბზე გავრცელდა. ხელჩართულ ჩხუბში კიევის „დინამოსა“ და ოდესის „ჩერნომორეცის“ გულშემატკივრები მონაწილეობდნენ. შედეგად რამდენიმე ფანი დაშავდა. პოლიციამ 30-მდე გულშემატკივარი დააკავა.