16 ივლისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიმართება. სესიაზე ახალი საგადასახაო კოდექსი მეორე მოსმენით განიხილება. პარლამენტი ასევე მოუსმენს სახალხო დამცველს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ორი ძრითადი საკითხის განხილვა მოხდება დღის მეორე ნახევარში განიხილება სახალხო დამვცევლის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიში. დღის პირველ ნახევარში კი დაგეგმიალ ახალი საგადასახდო კოდექსის მეორე მოსმენით განხილვა.
როგორც დავით ბაქრაძე აღნიშნავს, პირველი მოსმენის შემდეგ მთავრობამაც და პარლამენტმაც აქტიურად იმუშავა, რათა შენიშვნები მაქსიმალურად ასახულიყო. ბაქრაძემ აქცენტი გააკეთა იმაზედაც, რომ კანონის მიღება ზაფხულში ხდება, რათა 2011 წლის 1-ელ იანვრამდე, როდესაც აღნიშნული კანონი შევა ძალაში, საზოგადოებასა და ბიზნესმენებს ახალი ნორმების გაცნობისთვის მაქსიმლაურად დიდი დრო ჰქონდეს.