საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერ მინისტრ, ჟან ასელბორნს შეხვდა.
როგორც ვაშაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, ლუქსემბურგი არის იმ მცირე ქვეყნების რიცხვში, ვინც ევროკავშირი დაარსა და მათ აქვთ დიდ გავლენა, ხოლო ასელბორნს აქვს დიდი ავტორიტეტი ევროკავშირში და საერთაშორისო თანამეგობრობაშიც.
"ძალიან ხშირად, როდესაც მე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობასთან და სუვერენიტეტთან დაკავშირებით მჭირდებოდა დახმარება ჟან ასელბორნი ყოველთვის იყო საქართველოს გვერდით. შეხვედრაზე ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის მთელი კომპლექსი განვიხილეთ. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საკითხებზე და იმ პროგრესზე, რომელიც ბოლო დროს გვაქვს ევროკავშირთან მიმართებაში", - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერთან ასევე სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხები, ასევე რეგიონალური ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, რეფორმებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა ატარებს დემოკრატიის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს.