საფრანგეთის საგრეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერი მზად არის საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან ერთად, საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე დაისვენოს. შესაბამისი ხუმრობით გაკეთებული განცხადება კუშნერმა "ევროპის სახლში" გააჟღერა, სადაც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს ხვდებოდა.
შეხვედრაზე კალმახელიძემ ფრანგ მინისტრს კითხვა დაუსვა, სურდა თუ არა მას საქართველოს ზღვისპირა კურორტებზე დასვენება, რაზედაც კუშნერმა ხუმრობით უპასუხა, - "თქვენთან ერთად აჭარაში არდადეგებს სიამოვნებით გავატარებდი".
კუშნერმა საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოზიტიურ მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიესალმება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას - ქვეყანა ტურისტულ ცენტრად აქციოს. კუშნერმა არ გამორიცხა, რომ როდესმე მართლაც ჩამოვიდეს და არდადეგები საქართველოში გაატაროს. საფრანგეთის საგრეო მინისტრმა საქართველოს კურორტების შესახებ დამზადებულ სარკლმაო კლიპებსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მას ეს კლიპები ძალიანს მოსწონს.